სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრისა (CIL) და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) ორგანიზებით 2021 წლის 31 მარტს ჩატარდება ვებინარი საერთაშორისო საინვესტიციო საარბიტრაჟო სამართალში.
ღონისძიების მომხსენებლები არიან:
დოქტორი რომეშ ვეერამანტი – დოქტორი რომეშ ვეერამანტი – სინგაპურის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრის საერთაშორისო დავების მიმართულების ხელმძღვანელი, სამართლის ფაკულტეტის დამხმარე-პროფესორი და საერთაშორისო იურიდიული კომპანია – Clifford Chance (Asia)-ისმრჩეველი
დოქტორი იანსენ კალამიტა – სინგაპურის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრის საინვესტიციო სამართლისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
ნინო ბაქაქური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრი.
ირინა ჩანქსელიანი- საერთაშორისო სამართლებრივი პროექტების ხელმძღვანელი – საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საერთაშორისო საარბიტრაჟო სერვისის კონსულტანტი.
ღონისძიების მომხსენებლები ისაუბრებენ საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის გადაწყვეტის რეფორმა (ISDS reforms),საინვესტიციო არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები, უცხოური ინვესტიციების სამართლებრივი ჩარჩო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება და ა.შ.
რეგისტრაციის ლინკი: დააჭირეთ აქ
ღონისძიება ჩატარდა Zoom პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების ლინკი შეგიძლიათ იხილოთ:
Join Zoom Meeting: დააჭირეთ აქ
Meeting ID: 884 2349 2545
Passcode: 268226
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია