შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

გამოქვეყნდა: 08.08.2026 · 1 წუთის საკითხავი

გამომქვეყნებელი GLIP

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის — ფოტო 2 / 4საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის — ფოტო 3 / 4საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის — ფოტო 4 / 4

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.

🌍 ანტვერპენი, ბელგია | WAML 2026 საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) 30-ე მსოფლიო კონგრესში, რომელიც ანტვერპენის უნივერსიტეტში, ბელგიაში, იმართება. კონგრესის განმავლობაში ნინო ლიპარტიამ წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის გადახედვა: ალგორითმული გადაწყვეტილებების საპასუხოდ შესაძლებლობის დაკარგვის დოქტრინა“. მოხსენება ეხება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობისა და პროფესიული პასუხისმგებლობის სამართლებრივ გამოწვევებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოქტრინას — შესაძლებლობის დაკარგვას (Loss of Chance) — ალგორითმული გადაწყვეტილებების შედეგად წარმოშობილი შესაძლო ზიანის სამართლებრივი შეფასების პროცესში. ეს ნინო ლიპარტიას პირველი მონაწილეობაა WAML-ის მსოფლიო კონგრესში, საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სამედიცინო სამართლის საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში წარმოჩენის მიმართულებით. კონგრესის ფარგლებში ნინო ლიპარტიამ მიიღო მოწვევები საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ინიციატივებზე კოლაბორაციის მიზნით სამედიცინო სამართლის სფეროში. ჩვენთვის განსაკუთრებულია, რომ საქართველოს წარმომადგენელი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ დიალოგში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართული სამართლებრივი გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. ვულოცავთ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარეს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო მონაწილეობას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში. საქართველო — საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობისა და სამართლებრივი განვითარების გზაზე.