GLIP საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმზე
გამომქვეყნებელი GLIP
ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესკავშირების შექმნას.
🇬🇪🇹🇷 საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის — საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმზე
26 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Courtyard by Marriott Tbilisi-ში, მეწარმე ქალთა საბჭოს საქართველოში (WBCG) და სამსუნის საქმიან ქალთა ასოციაციის (SAMİKAD) ორგანიზებით, საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანს საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ბიზნესკავშირების დამყარება და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ და გამგეობის წევრმა თეონა კუპრეიშვილმა.
ფორუმმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
ქალთა პროფესიული გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ბიზნესის, ისე სხვადასხვა პროფესიული სფეროს განვითარებისათვის.
🤝 ერთად მეტი შესაძლებლობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის!





















