საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პერსონალის განვითარების ცენტრი და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 2025 წლის ოქტომბერში ორგანიზებით მართავენ study ვიზიტს მალტაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ EU ინტელექტუალური საკუთრების მედიაციის კონფერენციაში.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 2025 წლის 14-19 ოქტომბერს ახორციელებენ სასწავლო ვიზიტს მალტაში.
2025 წლის 16-17 ოქტომბერს, ინტელექტუალური საკუთრების ევროკავშირის უწყების მოწვევით, ვიზიტის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას ინტელექტუალური საკუთრების მედიაციის კონფერენციაში.
ამ ფართომასშტაბიან საერთაშორისო ღონისძიებაზე ერთად შეიკრიბებიან ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტები, პრაქტიკოსი იურისტები, მოსამართლეები, ბიზნესის სექტორი, მედიატორები და აკადემიკოსები მთელი მსოფლიოსგან.
კონფერენციის ძირითადი თემები: დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები, მედიაციის როლი ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრების მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა, შედარებითი ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი და IP მედიაცია, მონაცემთა დამუშავება და სხვა.
აღნიშნული ღონისძიება ხელშემწყობი იქნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზებისა და მექანიზმების განვითარებისათვის.
ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესკავშირების შექმნას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.