საქართველოს დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჰააგაში
გამომქვეყნებელი GLIP
საქართველოს დამოუკიდებელი ადვოკატთა ასოციაციის (GLIP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჰააგაში სასწავლო ვიზიტით, სადაც გაეცნენ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციას (HCCH), გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) საქმიანობას.
- HCCH-ში - ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საკითხებისადმი მიძღვნილ სპეციალურ სესიაში, სადაც განხილული იქნა 1980 წლის ჰააგის კონვენციის პრაქტიკული განხორციელება და ბავშვთა დაბრუნების მექანიზმები;
- ICJ-სა და მშვიდობის სასახლეში — სასამართლოს მანდატის, ფუნქციების და სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის პროცედურების შესახებ ინფორმაციულ შეხვედრებში, ასევე მოსმენის დასწრებში;
- ICC-ში — საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმის საჯარო სასამართლო სხდომაში, სადაც გაეცნენ სასამართლოს პრაქტიკულ მუშაობას და ასევე გამართეს შეხვედრა ქართველ მოსამართლეს, ბატონ გოჩა ლორთქიფანიძესთან.




























