საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის წევრები 2025 წლის 23-24 თებერვალს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ლუქსემბურგში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სპეციალური სემინარი სასამართლოს ფუნქციონირების, განხილვის პროცედურებისა და ევროკავშირის კანონის აღსრულების საკითხებზე.
🔹 საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის წევრები 2025 წლის 23-24 თებერვალს ევროპულ სამართლის უმაღლეს ორგანოში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში (ლუქსემბურგი) სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
🔹 მათთვის ჩატარდა სპეციალური სასწავლო სემინარი სასამართლოს ფუნქციონირების, სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურების, საქმის განხილვის წესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების საკითხებზე.
🔹 სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, სადაც განიხილებოდა საერთაშორისო დაცვის საკითხები და უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებული ევროპული დირექტივების განმარტება.
🔹 სემინარის მონაწილეებს სპეციალურ ვახშამზე უმასპინძლეს გენერალური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა სასამართლოს წევრებმა.
ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესკავშირების შექმნას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.