2026 წლის 23 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის წევრი ადვოკატები ესტუმრნენ ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო ცენტრად ითვლება.
2026 წლის 23 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის წევრი ადვოკატები ეწვივნენ ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიას (The Hague Academy of International Law), რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლო ცენტრი საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის სფეროში. აკადემია დაარსდა 1923 წელს და მდებარეობს Peace Palace-ში, ჰააგაში.
ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრებმა მოისმინეს ლექცია აკადემიის სტრუქტურის, საქმიანობის და მიმდინარე სასწავლო პროგრამების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აკადემია არ არის უნივერსიტეტი და არ გასცემს სრულ აკადემიურ ხარისხებს (LL.M., PhD და ა.შ.). მისი მთავარი ფუნქციაა ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარება საერთაშორისო სამართლის სფეროში, რომელსაც უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი პროფესორები, მოსამართლეები, დიპლომატები და პრაქტიკოსები.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.
2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი იოსებ გაბარაევი მოხსენებით გამოვიდა.