საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი 18-27 ივნისს აორგანიზებს სასწავლო ვიზიტს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, სადაც მონაწილეებს გაეცნობიან საერთაშორისო სამართლის წამყვან ინსტიტუტებს და ჰააგის კონვენციებს.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი 18-27 ივნისს აორგანიზებს სასწავლო ვიზიტს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში.
სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ საერთაშორისო სამართლის წამყვან ინსტიტუტებს, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციას (HCCH), საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC).
Hague Conference on Private International Law-ის ფარგლებში განხილული იქნება HCCH-ის როლი და ფუნქციები საერთაშორისო კერძო სამართლის კონტექსტში, ასევე ჰააგის კონვენციების გავლენა საერთაშორისო სამოქალაქო და კომერციულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 1980 წლის ჰააგის კონვენციას ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ, მის პრაქტიკულ განხორციელებას, პროცედურულ სირთულეებსა და ძირითად გამოწვევებს, ბავშვთა დაბრუნების მექანიზმებსა და ცენტრალური ორგანოებს შორის თანამშრომლობას.
საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში მონაწილეები გაეცნობიან სასამართლოს მანდატსა და ფუნქციებს, სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის პროცედურებსა და სასამართლოს პრაქტიკას, მათ შორის მნიშვნელოვან საქმეებს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ფარგლებში განხილული იქნება სასამართლოს მანდატი და იურისდიქცია, მათ შორის ძირითადი საერთაშორისო დანაშაულები, საქმის წარმოების ეტაპები და პრაქტიკული ასპექტები.
ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და პროფესიული კავშირების გაფართოებას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.
2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი იოსებ გაბარაევი მოხსენებით გამოვიდა.