2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი იოსებ გაბარაევი მოხსენებით გამოვიდა.
2026 წლის 5-7 აგვისტოს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის (WAML) ორგანიზებით ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი, რომელსაც მასპინძლობდა ანტვერპენის უნივერსიტეტი.
2026 წლის 5 აგვისტოს, აღნიშნულ კონგრესზე მოწვეულ მომხსენებელთა შორის იყო საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი იოსებ გაბარაევი.
იოსებ გაბარაევმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „ჯანდაცვის სფეროში თაღლითობის სისხლისსამართლებრივი ასპექტები: შედარებითსამართლებრივი ანალიზი“. აღნიშნული მოხსენების აბსტრაქტი გამოქვეყნდა სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესის აბსტრაქტების ოფიციალურ კრებულში.
ორგანიზაციის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველო–თურქეთის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმში, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესკავშირების შექმნას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.