საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
გამომქვეყნებელი GLIP
საქართველოს ადვოკატებმა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრმა მოაწყეს სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში და მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკის თემაზე.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 აპრილიდან 01 მაისის ჩათვლით მოეწყო სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში (EUIPO).
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალური მიწვევით მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციაში “ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკა 2024“.
კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საერთო სასამართლოს მოსამართლეებმა, ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს წევრებმა და თავმჯდომარეებმა, მომხსენებლების რანგში განიხილეს დარგში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო რეფორმები, ისევე როგორც, სასაქონლო ნიშნებთან და დიზაინთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები. მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრებეს საავტორო უფლებების ევროკავშირის ერთიანი სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე, ხოლო საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა - სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, მიმოიხილა სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და დასახა მათი გადაჭრის გზები.






















