საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
გამომქვეყნებელი GLIP
ორგანიზაციის წევრები 2024 წლის ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ დუბლინში და მონაწილეობდნენ ევროპის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის ორგანიზაციის წევრები 2024 წლის 9-14 ოქტომბერს სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამართლის ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.
ევროპის სამართლის ინსტიტუტი (ELI) არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ევროპული სამართლის განვითარების გლობალურ კონტექსტში.
ევროპის სამართლის ინსტიტუტს ჰყავს 1700 -ე მეტი ინდივიდუალური და 145 ინსტიტუციური წევრი, მათ შორის ევროპარლამენტი, ევროკავშირის სასამართლო (CJEU), გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია (UNCITRAL), კერძო სამართლის გაერთიანების საერთაშორისო ინსტიტუტი (UNIDROIT), ევროპის ადვოკატთა საბჭო (CCBE), ევროკავშირის ნოტარიატთა საბჭო (CNUE), სასამართლო საბჭოების ევროპული ქსელი (ENCJ) და ევროკავშირის უზენაესი სასამართლო სასამართლოების თავმჯდომარეთა ქსელი და აშ.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის 2022 წლიდან არის ევროპის სამართლის ინსტიტუტის ინსტიტუციური წევრი, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციის წევრებს აქტიურად ჩაერთონ ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ პროექტებში, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისაკენ.
·








