საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ორგანიზებას უწევენ სასწავლო ვიზიტს 2026 წლის 5-10 ივლისს საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტში მიმდინარე სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლისთვის.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი 2026 წლის 5-10 ივლისს ორგანიზებას უწევენ სასწავლო ვიზიტს სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ჩასახელების მიზნით. ეს ღონისძიება გაიმართება საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში (Αριστοτέλειο Πανεπιστήμιο Θεσσαλονίκης).
საზაფხულო სკოლის თემა არის „ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ჯანდაცვა“ და იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ჩარჩო და არსებული გამოწვევები,
ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე,
AI და ადამიანის უფლებები,
ალგორითმებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა,
რობოტულ ქირურგიაში რისკები და ინოვაციები,
დიდი მონაცემები და მათი გამოყენება ჯანმრთელობის სფეროში,
ჭკვიანი საავადმყოფოები და პასუხისმგებლობის მოდელები,
ფორენზიკული მედიცინისა და ბიოეთიკის თანამედროვე საკითხები.
საქართველოსგან საზაფხულო სკოლის ოფიციალურ მოწვეულ სპიკერებად არიან:
ნინო ლიპარტია — საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი,
იოსებ გაბარაევი — საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი.
მათ ერთობლივად წარადგენენ მოხსენებას თემაზე „სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი პასუხისმგებლობა: ვინ არის პასუხისმგებელი, როდესაც AI შეცდომას უშვებს?“.
ეს არის პირველი საერთაშორისო პროექტი არისტოტელეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავების მიმართულებით.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის მოუწოდებს ყველას ერთად იზრუნონ პროფესიული სტანდარტების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე!
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.
2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი იოსებ გაბარაევი მოხსენებით გამოვიდა.