შინაარსზე გადასვლა

თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება - სამუშაო შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით

გამოქვეყნდა: 26.03.2025 · 1 წუთის საკითხავი

გამომქვეყნებელი GLIP

თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება - სამუშაო შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით
თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება - სამუშაო შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით — ფოტო 2 / 3თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება - სამუშაო შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით — ფოტო 3 / 3

2025 წლის 26 მარტს გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა თანაბარი ანაზღაურების საკითხებზე, რომელშიაც მონაწილეობას მიიღეს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია და პროფესიული კავშირების გაერთიანების თანამდებობის პირი რაისა ლიპარტელიანი.

2025 წლის 26 მარტს გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება: როგორ მივაღწიოთ?“. შეხვედრაზე სპიკერის სტატუსით მოწვეული იყვნენ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გაროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანაბარი ანაზღაურების შესახებ უახლესი კვლევები და სასამართლო პრაქტიკა. განხილვის მიზანი იყო თანაბარი ანაზღაურების საკითხზე კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რათა შეიქმნას უფრო ინკლუზიური სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს სამუშაო გარემო.