შინაარსზე გადასვლა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძის მონაწილეობა სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში

გამოქვეყნდა: 16.06.2024 · 1 წუთის საკითხავი

გამომქვეყნებელი GLIP

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ მონაწილეობა მიიღო სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში, სადაც სამედიცინო და სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

June 16, 2024 ·

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ, „სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში“ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა, სამედიცინო სამართლის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

განიხილეს პაციენტებისა და ექიმების ურთიერთობის, ასევე სამედიცინო დავების საკითხები, პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი და სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ სამედიცინო და სამართლის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პაციენტის, ისე ექიმის უფლებები.

ღონისძიება ასოციაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" და "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgiaის" ორგანიზებით გაიმართა.

0:00 / 2:28

ვიდეო

ვიდეო იტვირთება…
ნახვა Facebook-ზეთუ ვიდეოპლეერი მიუწვდომელია, გახსენით ორიგინალი ვიდეო.