სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი საქართველოში გაიმართა
გამომქვეყნებელი GLIP
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ორგანიზებით, სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიღო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ.
·
Eka Ergemlidze ეკა, მადლობა მობრძანებისთვის! მადლობა ინტერესისთვის! დარწმუნებული ვარ, საინტერესო გაგრძელება იქნება!♥️
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia ორგანიზებით სამედიცინო სამართლის ყოველწიური კონგრესი გაიმართა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ, „სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში“ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა, სამედიცინო სამართლის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
განიხილეს პაციენტებისა და ექიმების ურთიერთობის, ასევე სამედიცინო დავების საკითხები, პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი და სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ სამედიცინო და სამართლის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პაციენტის, ისე ექიმის უფლებები.
0:00 / 1:47



