საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის ევროპული სამართლის ინსტიტუტის წევრი გახდა !
გამომქვეყნებელი GLIP
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, ევროპული სამართლის ინსტიტუტის ინსტიტუციური წევრი გახდა.
ევროპული სამართლის ინსტიტუტი (ELI) არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ევროპული სამართლებრივი განვითარების სფეროში სამართლებრივი კვლევის ჩატარებისა და ხელშეწყობის, რეკომენდაციების და პრაქტიკული სახელმძღვანელობის შექმნის უზრუნველსაყოფად.
მრავალფეროვან სამართლებრივ ტრადიციებზე დაყრდნობით, სამართლის ინსტიტუტის მისიაა ევროპაში უკეთესი კანონშემოქმედების ძიება და ევროპული სამართლებრივი ინტეგრაციის გაძლიერება.




