საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) გამგეობის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია და ბორდის წევრი იოსებ გაბარაევი მონაწილეობას მიიღებენ 11th International Summer School: Medical Law and Bioethics-ში, რომელიც გაიმართება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში. პრეზენტაციის თემა იქნება სამედიცინო ხელოვნურ ინტელექტის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
📢📢 გიბრუნდებით სიახლეებით!
🤖🩺⚖️ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) დასახელებული წარმომადგენლები:
- თავჯდომარე, ადვოკატი ნინო ლიპარტია
- ბორდის წევრი, ადვოკატი იოსებ გაბარაევი
იმაგანათებენ მონაწილეობას მე-11 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში: სამედიცინო სამართალი და ბიოეთიკა, რომელიც ტარდება თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში.
🎓 პრეზენტაციის თემა:
❓ სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის სისტემების სამართლებრივი პასუხისმგებლობა: ვინ აგებს პასუხს, როდესაც სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი შეცდომას უშვებს?
მომხსენებლები:
- სამართლის დოქტორი ნინო ლიპარტია - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი
- სამართლის დოქტორი იოსებ გაბარაევი - საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი
📌 პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნება:
✔️ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში;
✔️ სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხები;
✔️ სამედიცინო AI სისტემების შეცდომებით გამოწვეული ზიანის სამართლებრივი შეფასება;
✔️ ექიმის, სამედიცინო დაწესებულების, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელისა და AI სისტემის მწარმოებლის პასუხისმგებლობის ფარგლები;
✔️ თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციები (UN, WHO, UNESCO, EU, Council of Europe).
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე მედიცინაში. მისი უსაფრთხო გამოყენება და პასუხისმგებლობის ზუსტი განსაზღვრა კი წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია მონაწილეობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის 30-ე მსოფლიო კონგრესში და წარადგენს მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამედიცინო დაუდევრობის სამართლებრივ გამოწვევებზე.
GLIP-მა მონაწილეობა მიიღო ანტვერპენში გამართულ კონგრესში, სადაც პროფესორი ნინო ლიპარტია WAML-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად დაინიშნა და წარმოდგენილი იყო მოხსენებები სამედიცინო სამართლის შესახებ.
2026 წლის 5-7 აგვისტოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამედიცინო სამართლის 30-ე ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი იოსებ გაბარაევი მოხსენებით გამოვიდა.