შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ადვოკატები 2025 წელს 29-ე სამედიცინო სამართლის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის სასწავლო ვიზიტს აწყობენ

გამოქვეყნდა: 23.01.2025 · 1 წუთის საკითხავი

გამომქვეყნებელი GLIP

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და საქართველოს ქალ იურისტთა და აუდიტორთა ასოციაცია 3-9 აგვისტოს სტამბულში სამედიცინო სამართლის 29-ე ყოველწლიურ მსოფლიო კონგრესზე სასწავლო ვიზიტს აწყობენ.

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და საქართველოს ქალ იურისტთა და აუდიტორთა ასოციაცია 2025 წლის 3-9 აგვისტოს აწყობენ სასწავლო ვიზიტს სამედიცინო სამართლის 29-ე ყოველწლიურ მსოფლიო კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება სტამბულში. სამედიცინო სამართლის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსდა 1967 წელს ბელგიაში და მისი მიზანია წაახალისოს სამედიცინო სამართლის, იურიდიული მედიცინისა და ეთიკის შესწავლა და განხილვა საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის. ორგანიზაცია ყოველწლიურად აწყობს სამედიცინო სამართლის მსოფლიო კონგრესს, სადაც განიხილება სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები. 2025 წლის კონგრესი ეძღვნება შემდეგ თემებს:
  • გენდერული საკითხები სამედიცინო სამართალში,
  • არასწულწლოვანთა სამედიცინო მომსახურების მიღების პრობლემატიკა,
  • კულტურული და რელიგიური საკითხების მოწესრიგება სამედიცინო სამართალში,
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხები სამედიცინო სამართალში,
  • სამედიცინო მომსახურების შემაფხერხებელი გარემოებები,
  • მოწყვლადი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურების მიღების პრობლემატიკა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ექსკურსია სტამბულის სხვადასხვა საინტერესო ლოკაციაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 599724751 ან 597967700, ან მიმართონ ელ. ფოსტაზე nino.lipartia@gmail.com.