საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია ორგანიზებას უწევენ სასწავლო სემინარს თემაზე „სამეწარმეო დავების განხილვის პრობლემატიკა“ 2025 წლის 5-7 სექტემბერს. სემინარს წარუძღვის საქართველოს უზენაესის მოსამართლე ნინო ბაქაქური.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, 2025 წლის 5-7 სექტემბერს გაიმართება სასწავლო სემინარი თემაზე „სამეწარმეო დავების განხილვის პრობლემატიკა".
სემინარს წარუძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2014-2024) ნინო ბაქაქური.
ღონისძიებაზე განიხილება:
• მეწარმეთა შესახებ კანონის ძირითადი ასპექტები და სამეწარმეო დავებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები;
• დირექტორის პასუხისმგებლობა და კორპორაციული საფარველი;
• დერივაციული სარჩელი და მისი განხილვის თავისებურება;
• საწარმოდან პარტნიორთა გარიცხვა და საქმისწარმოების თავისებურება;
• მინორიტარი პარტნიორის უფლებები და მათი რეალიზების საშუალებები;
• დირექტორის გათავისუფლების პროცედურა და შედეგები.
დამატებითი ინფორმაციის და რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: nino.lipartia@gmaill.com ან მომმართოთ ნომერზე: 599 72 47 51.
რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/1Vg3WUccvj3HQcs_dVQomQ8AeAeBsWVkvnfA-drsmqQM/edit
იწყება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს გამოცდის პროგრამის შესწავლასა და სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების განხილვას. კურსს გაუძღვება ანა დალაქიშვილი, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტია.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.