საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გიწვევენ პროფესიულ ტრენინგზე სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
ტრენინგი გაიმართება 14 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სპიკერი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ:
• სამოხელეო დანაშაულის არსს, მიზნებსა და სუბიექტებს;
• სამოხელეო დანაშაულის ცალკეულ სახეებს და მათ გამიჯვნას მომიჯნავე დანაშაულებისგან;
• საქართველოს სასამართლოთა უახლეს პრაქტიკასა და სტანდარტებს სამოხელეო დანაშაულების საქმეებზე;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის) სტანდარტებს;
• სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სხვა აქტუალურ თემებს, მათ შორის ოჯახურ ძალადობას, სქესობრივ და ეკონომიკურ დანაშაულებს.
ტრენინგი მოიცავს ინტერაქტიულ დისკუსიას, პრაქტიკული მაგალითების განხილვას, სასამართლო პრაქტიკის ანალიზს და აქტიურ ჩართულობას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მიიღეთ მონაწილეობა საინტერესო, პრაქტიკულ და პროფესიულ გარემოში ცოდნის გასაღრმავებლად.
რეგისტრაცია შესაძლებელია ელფოსტაზე: Nino.lipartia@gmail.com ან ნომერზე: 599 72 47 51.
ღირებულება: 200 ლარი.
იწყება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს გამოცდის პროგრამის შესწავლასა და სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების განხილვას. კურსს გაუძღვება ანა დალაქიშვილი, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტია.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
2026 წლის 7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია სამედიცინო შეცდომის და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხებზე. ლექციას უძღოდა ნინო ლიპარტია, სამართლის დოქტორი და სამედიცინო სამართლის სპეციალისტი. ღონისძიება იყო ინტერაქტიული და ორგანიზებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბისა და "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის"-ის მიერ.