2026 წლის 7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია სამედიცინო შეცდომის და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხებზე. ლექციას უძღოდა ნინო ლიპარტია, სამართლის დოქტორი და სამედიცინო სამართლის სპეციალისტი. ღონისძიება იყო ინტერაქტიული და ორგანიზებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბისა და "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის"-ის მიერ.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „სამედიცინო შეცდომა და ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები“. ლექციას უძღვებოდა ნინო ლიპარტია — სამართლის დოქტორი, სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სამედიცინო სამართლის სფეროს გამოცდილი სპეციალისტი. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
▪️ სამედიცინო შეცდომის ცნება და სახეები;
▪️ პაციენტის უფლებები;
▪️ ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები;
▪️ სასამართლო პრაქტიკა და პრაქტიკული მაგალითები.
ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. ვმადლობთ ქალბატონ ნინო ლიპარტიას საინტერესო და შინაარსიანი ლექციისთვის, ასევე თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის. ღონისძიება ორგანიზებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბის მიერ, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“-თან თანამშრომლობით.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბი და ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას თემაზე სამედიცინო შეცდომისა და ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გაიმართება 2026 წლის 7 ივნისს.