2023 წლის 15 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP), ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებითა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით (CIPE) გაიმართა სამუშაო შეხვედრა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებისა და შედეგების შესახებ.
ღონისძიებაზე განხილული იქნა შრომის სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. ასევე, გარკვეული დრო დაეთამო შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტებისა და აქტუალური სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას.
ღონისძიებას წარუძღვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, სამართლის დოქტორი - ქალბატონი ქეთევან მესხიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები და HR მენეჯერები.
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია