საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
გამომქვეყნებელი GLIP
2024 წლის 15 ივნისს მოეწყობა სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი, სადაც განიხილებიან სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები, და მოწვეულნი არიან ადვოკატები, მედიატორები, მოსამართლეები, მედიკოსები და სხვები.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
🔹 2024 წლის 15 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდება სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი.
კონგრესის ფარგლებში განხილული იქნება სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები, მათ შორის:
🔹პაციენტის ავტონომიის უფლება;
🔹ინფორმირებული თანხმობის სამედიცინო ასპექტები;
🔹ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი;
🔹სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი საკითხები;
🔹 მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავების წარმოებისას,
🔹 სამედიცინო მუშაკთა პასუხისმგებლობის დაზღვევის ასპექტები;
🔹სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევები.
ფორუმში სპიკერის სტატუსით მოწვეულები არიან:
🔹ირმა გელაშვილი - სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
🔹ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
🔹ნინო მამულაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
🔹 ნატალია მოწონელიძე - სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
🔹 მეგი საჯაია - საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი;
🔹 ქეთევან მჭედლიშვილი -ჰედრიხი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;
🔹 გივი ჯავაშვილი - დოქტორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
🔹ნინო ლიპარტია - პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელი;
სამედიცინო სამართლის ფორუმის აღნიშნული ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ადვოკატები, მედიატორები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიკოსები, სამეცნიერო საზოგადოებისა და სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები.
ღონისძიების განმავლობაში სამუშაო დროის ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, სადაც ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები სამედიცინო სამართლის საკითხების შესახებ.
ღონისძიება გაიმართება, ქ. თბილისი, სასტუმრო თბილისი მარიოტი;
დასაწყისი:10:00.
ღონისძიების დასწრების მიზნით, რეგისტრაცია სავალდებულია.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ლინკს:https://docs.google.com/.../1KsTAW.../edit...
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:nino.lipartia@gmail.com, 599 72 47 51




