ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეების მონაწილეობა სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში
გამომქვეყნებელი GLIP
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე მონაწილეობას იღებდა სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში, სადაც სამედიცინო სექტორისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ, „სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესში“ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა, სამედიცინო სამართლის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
განიხილეს პაციენტებისა და ექიმების ურთიერთობის, ასევე სამედიცინო დავების საკითხები, პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი და სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ სამედიცინო და სამართლის სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაა შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პაციენტის, ისე ექიმის უფლებები.
ღონისძიება ასოციაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" და "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით გაიმართა.



