გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართავენ პირველ შეხვედრას თემაზე: „სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები“ 11 მარტს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თანაორგანიზებით, ღირსეული შრომის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში 2026 წლის 11 მარტს ჩატარდება პირველი შეხვედრა თემაზე: „სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები“.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგებიან:
- ეკატერინე გასიტაშვილი – შრომის სამართლის ექსპერტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2015–2025 წლებში
- ნინო ლიპარტია – ადვოკატი, პროფესორი და საქართველოს ადვოკატთა ლაითა პროფესიონალთა გაერთიანების (GLIP) გამგეობის თავმჯდომარე
შეხვედრის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და გაუზიარონ გამოცდილება.
შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეები არიან ორგანიზაციები „სელფი“ და „IT აკადემია STEP“. პლატფორმის სპონსორი არის კომპანია „ჯორჯიან ფექიჯინგი“.
იწყება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს გამოცდის პროგრამის შესწავლასა და სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების განხილვას. კურსს გაუძღვება ანა დალაქიშვილი, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტია.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.