ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბი და ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას თემაზე სამედიცინო შეცდომისა და ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გაიმართება 2026 წლის 7 ივნისს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბი და ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" თქვენ მიწვევთ 2026 წლის 7 ივნისს, 14:00 საათზე საჯარო ლექციაზე თემაზე:
„სამედიცინო შეცდომა და ექიმის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები“.
👩⚖️ მომხსენებელი: ნინო ლიპარტია
მისი პროფილი:
▪️ სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი;
▪️ სამართლის დოქტორი;
▪️ ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" - თავმჯდომარე;
▪️ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
▪️ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი;
▪️ ევროპის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის წევრი და ადგილობრივი წარმომადგენელი;
▪️ სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი.
ლექციის ფარგლებში განიხილება:
✔️ სამედიცინო შეცდომის ცნება და სახეები;
✔️ პაციენტის უფლებები;
✔️ ექიმის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები;
✔️ პრაქტიკული მაგალითები და სასამართლო პრაქტიკა.
ლექცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, B201 აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორ თამთა შავაძეს ნომერზე: 577620480.
იწყება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს გამოცდის პროგრამის შესწავლასა და სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების განხილვას. კურსს გაუძღვება ანა დალაქიშვილი, რომელიც ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტია.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.