2019 წლის 25 ოქტომბერს ქორთიარდ მარიოტში საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა თემაზე “გამოხატვის თავისუფლება და მისი სამოქალაქოსამართლებრივი შედეგები”.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
• ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში – ნინო ბაქაქური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე.
• დეფამაცია ქართული და ევროპული პერსპექტივით – ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე
• გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლიანობის შემოწმების ტესტი – თამარ ლაკერბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
• გამოხატვის თავისუფლება და დეონტოლოგიური ვალდებულებები სამართალწარმოების დროს – ეკატერინე გასიტაშვილი – საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს ადვოკატებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის სადაზღვევო კომპანია არდის პროექტის მხარდაჭერისათვის
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია