2025 წლის 23 მარტს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის ორგანიზებით გაიმართა მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი, რომელზეც განხილულ იქნა შრომის და საგადასახადო სამართლის საკითხები და ჩატარდა სპეციალური ლექციები მოლაპარაკების ტექნიკისა და ფსიქოლოგიის შესახებ. ასევე გაიმართა მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა.
2025 წლის 23 მარტს, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი. ღონისძიება უკვე მესამედ იმართება და მიზნად ისახავს მეწარმე ქალთა გაძლიერებასა და პროფესულ განვითარებას.
სიმპოზიუმზე მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი იქნა შრომის სამართლისა და საგადასახადო სამართლის საკითხები. მონაწილეებისთვის ჩატარდა სპეციალური ლექციები მოლაპარაკების ტექნიკისა და ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის თემებზე, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მეწარმე ქალებს საქმიანობაში წარმატების მიღწევაში.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა და გაყიდვა, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ თავიანთი პროდუქცია და იდეები. აღნიშნული ფორუმი ემსახურება მეწარმე ქალთა გაძლიერებასა და პროფესიულ ზრდას, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური განვითარებისათვის.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი გამართეს ტრენინგი, რომლის თემატიკა ეხებოდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უახლეს საკითხებს და სასამართლო პრაქტიკას.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი ატარებენ ტრენინგს სისხლის სამართლის მიმდინარე და მნიშვნელოვან საკითხებზე. სპიკერია მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
2026 წლის 7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია სამედიცინო შეცდომის და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხებზე. ლექციას უძღოდა ნინო ლიპარტია, სამართლის დოქტორი და სამედიცინო სამართლის სპეციალისტი. ღონისძიება იყო ინტერაქტიული და ორგანიზებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბისა და "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის"-ის მიერ.