შინაარსზე გადასვლა

ბონდო ალასანია

წევრი

ბონდო ალასანია არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი. 2013–2017 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2014–2018 წლებში — იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი.

მის პროფესიულ საქმიანობას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს როგორც საადვოკატო პრაქტიკასთან, ისე საჯარო და კერძო სექტორთან. სხვადასხვა პერიოდში ბონდო ალასანია მუშაობდა თბილისის მერიის საგარეო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ცენტრის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს პარლამენტის აპარატში და საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის აპარატში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იგი სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის დეპარტამენტს და მუშაობდა მოქალაქეობის, სამოქალაქო რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხებზე. ასევე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის წევრი. ნავთობისა და გაზის სექტორში იგი მუშაობდა „საქნავთობის“ იურიდიულ მრჩევლად, ხელმძღვანელობდა ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს და იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ბონდო ალასანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებში გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში საადვოკატო საქმიანობის შესწავლისა და ძირითადი ასპექტების გამოკვეთის მიზნით. ასევე ჩართულია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის შესწავლისა და იქ არსებული პრაქტიკის განზოგადების მიმართულებით.

მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და სტატიები. მათ შორისაა ნაშრომები სამართალწარმოების მონაწილეთა ინტერესების ბალანსირების საკითხში ადვოკატის როლის, საქართველოს საარბიტრაჟო სისტემის პრობლემებისა და გამოწვევების, მხარეთა თანასწორობისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

წევრობის ტიპი
წევრი
პროფესია
სამართალმცოდნე, ადვოკატი
როლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს ყოფილი წევრი