შინაარსზე გადასვლა

თეა ჯინჭარაძე - GLIP-ის წევრი და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სპეციალისტი

წევრი

თეა ჯინჭარაძე არის ადვოკატი და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს სამართლისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში. იგი აქტიურად არის ჩართული სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფაში სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და არის საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP) წევრი.

თეა ჯინჭარაძე არის ადვოკატი და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი, რომლის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბიზნეს სამართალია. იგი სპეციალიზირებულია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, მონაწილეობს სატენდერო დავების განხილვის პროცესში და ფლობს პრაქტიკულ გამოცდილებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში. ასევე გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სატენდერო დავების სამართლის კომიტეტის წევრი და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და სამართლებრივი პრაქტიკის გაღრმავებაზე. ამჟამად, თეა ჯინჭარაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ მხარდაჭერას. კერძოდ: • შპს „პროჯეკტ კომპანია“, შპს „კოორდინადი“, შპს „პროჯეკტ ფოინთი" — საპროექტო კომპანიების უფროსი იურისტი, სადაც უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივ მხარდაჭერას, კორპორაციულ საკითხებზე კონსულტირებას და პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების მართვას. • ააიპ „ქალაქის თეატრი" — იურისტი, სადაც მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე, მათ შორის საავტორო უფლებების დაცვასა და შესაბამისი ხელშეკრულებების სამართლებრივ რეგულირებაზე. • სამშენებლო კომპანია და შპს „პროპრიოს" — იურისტი, რომელიც ახორციელებს პრემიუმ აპარტამენტების რეალიზაციას. ადგილზე უზრუნველყოფს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას, გარიგებების სამართლებრივ უზრუნველყოფასა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამართლებრივ მხარდაჭერას. თეა ჯინჭარაძე ასევე ახორციელებს ფიზიკური პირების სამართლებრივ მომსახურებას, რაც მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას, ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. თეა არის „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" (GLIP) წევრი. ორგანიზაციის მიზნები ემთხვევა მის პროფესიულ ღირებულებებსა და ხედვას. მზად არის შეიტანოს წვლილი ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და სტანდარტების გაძლიერებაში.