საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიის (GLIP)-ის ორგანიზებით, იტალიის დედაქალაქ- რომში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატებისა და მოსამართლეებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები საერთაშორისო კერძო სამართლის უნიფიკაციის ინსტიტუტის (UNIDROIT) სათავო ოფისში შეხვდნენ ინსტიტუტის გენერალური მდივნის მოადგილეს - ქ.ნ ანა ვენეციანოს, რომელმაც ისაუბრა UNIDROIT-ს პრინციპების მნიშვნელობასა და როლზე, როგორც საერთაშორისო კომერციულ ურთიერთობათა მოგვარების საუკეთესო ალტერნატივაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქ.ნ-მა შორენა წიქარიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: UNDROIT-ს პრინციპების გამოყენება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში.
სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს: UNIDROIT-ს მთავარმა იურიდიული ოფიცერმა ქ.ნ-მა მარინა შნეიდერმა; იურიდიული ოფიცერმა და ფუნქციონალურმა დირექტორმა ქ.ნ-მა ფელინ ვეჰლინგმა, პრაქტიკოსმა იურისტმა - ბ.ნ.-მა კევინ ლაუმ და იურიდიულმა ოფიცერმა ქ.ნ-მა პრისილია პერეირა დე ანდრადემ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტ - ქ.ნ დარია დე პრეტისს. რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებულ მიდგომებსა და პრეცედენტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
ვიზიტის დასასრულს, მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია