ზოგი რამ საარჩევნო სისტემათა შესახებ, მიმდინარე მოვლენათა კონტექსტში

ხალხის მიერ საკანონმდებლო ორგანოს არჩევა დემოკრატიული იდეალების ლოგიკური შედეგია. სწორედ საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევადობა განაპირობებს საკანონმდებლო ხელისუფლების სპეციალურ ლეგიტიმურობას. წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემას აქვს ფართო და ვიწრო გაგებით შესაბამისი დეფინიცია.
ფართო გაგებით, საარჩევნო სისტემა ეს არის არჩევითი ორგანოს ფორმირების წესი, რომლის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტთა ერთობლიობა, ქმნის საარჩევნო კანონმდებლობას. ვიწრო გაგებით, საარჩევნო სისტემა გულისხმობს, კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, არჩევით ორგანოში, ადგილების გადანაწილების წესს, ე.წ საარჩევნო ფორმულას.
მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მიღებულ ხმათა ტრანსფორმირება მანდატების ოდენობაში, წარმოადგენს საარჩევნო სიტემას. და მაინც იბადება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი რომელი საარჩევნო სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები? მაგალითისთვის, თუკი ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ ორჯერ სხვადასხვა საარჩევნო სისტემით, ორივე შემთხვევაში ხმათა იდენტური ოდენობის მოგროვების მიუხედავად, სრულიად შესაძლებელია მივიღოთ საპარლამენტო მანდატთა განსხვავებული თანაფარდობა, შესაბამისად განსხვავება იქმნება საპარლამენტო მანდატთა დაკომპლექტებაში. საარჩევნო სისტემას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევითი ორგანოს არამარტო დაკომპლექტებაზე, არამედ მისი შემდგომი საქმიანობის პოლიტიკურ მიმართულებასა და ეფექტიანობაზე, მთავრობის და მთელი აღმასრულებელი მექანიზმის სტაბილურობაზე. შერეული საარჩევნო სისტემა რომელითაც არის დაკომპლექტებული დღეს მოქმედი საკანონმდებლო ორგანო, შედგება 150 დეპუტატისგან, აქედან 77 არჩეულია პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებ მთლიანად პროპორციულ წესზე უნდა გადასულიყო. თუმცა კანონმპროექტს პარლამენტმა არ დაუჭრა მხარი მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე. სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 141 დეპუტატმა. ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 101 დეპუტატმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას, 3 – წინააღმდეგი აღმოჩნდა, 37 – თავი შეიკავა ხმის მიცემისგანმ ხოლო 7 – არ დაესწრო სხდომას. საკანონმდებლო ცვლილების მიღებისათვის კი საჭირო იყო პირველ მოსმენაზე კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირა 113 დეპუტატს. მიღებულ ხმათა ოდენობა კისაკმარისი არ აღმოჩნდა ცვლილების დასამტკიცებლად და დადგა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შედეგი ,,კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.“ ამ ცვლილებათა პროექტის დამტკიცების საკითხზე განმეორებითი კენჭისყრა დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ვერ განხორციელდება. პარლამენტის რეგლამენტი ამომწურავად განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის გატანა ხელმეორედ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად ხელახალი/განმეორებითი კენჭისყრა გათვალისწინებულია მხოლოდ ორ შემთხევაში:
– თუ კანონპროექტი მეორე მოსმენისას ჩავარდა;
– თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია.
ამ კანონპროექტმა კი პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვა საჭირო ხმათა რაოდენობა და ის უარყოფილად ითვლება.
კონსტიტუციის ბოლო რედაქციაში უკვე შესულია ცვლილება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, თუმცა ეს ცვლილება ძალაში შედის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქამდე კი ვრჩებით დღეს მოქმედი შერეულ სისტემაზე. თუმცა ასევე აქტიურად განიხილებოდა საპარლამეტო არჩევნები ჩატარებულიყო გერმანული საარჩევნო მოდელი, რომელიც ასევე შერეული ტიპის საარჩევნო სისტემას გულისხმობს, ვინაიდან ამ საარჩევნო სისტემაშიც არიან მაჟორიტარი დეპუტატები, თუმცა განსხვავებული წესით ხდება მანდატთა გადანაწილება. გერმანიის ფედერაციაში კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულ თითოეული მოქალაქეს (18 წლის ასაკიდან) აქვს 2 ხმის მიცემის უფლება, 1 ხმით იგი ირჩევს მისთვის სასურველ პარტიას ხოლო მეორე ხმით კი მისთვის სასურველ კონკრეტულ კანდიდატს. პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებს პატია პროპორციული საარჩევნო სისტემით. გერმანული საარჩევნო მოდელი ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორიის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მადატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. იმისათვის, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი დაამტკიცოს ჩენმა პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიშ ჩატარების წესად არა 113 ხმა, არამედ მხოლოდ 76 ხმის მოგროვება დასჭირდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ცვლილება შევა არა უმაღლეს საკანონმდებლო აქტში (კონსტიტუციაში)არამედ საარჩევნო კოდექსში რომლის ცვლილებათა დასამტკიცებლად საკმარისია სიითი ჩემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
და ბოლოს მაინც რატომ აქვს საარჩევნო სისტემის მოდელს დიდი მნიშვნელობა?! საარჩევნო სისტემა, მითუმეტეს საკანონმდებლო ორგანოს ფორმულირებისას უნდა ირეკლავდეს საზოგადოების მიერ არჩევნებში დაფიქსირებულ ნებას. რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემა ფასდება სწორედ ამ მაჩვენებლის ინდექსით, რამდენად ზუსტად შეუძლია საარჩევნო სისტემას ასახოს საზოგადოების ნება საპარლამენტო მანდატებში.

ავტორი:
მარიამ სიჭინავა
სამართლის მაგისტრი,
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის წევრი