forumi

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ , „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსისა“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებითა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2019 წლის 30 მარტს ტარდება უმაღლესი განათლების განვითარების ფორუმი.

ღონისძიებაზე განსახილველი საკითხები და მომხსენებლები:

• მეცნიერების რეფორმა და სამეცნიერო კვლევების ჩართულობა უმაღლეს განათლებაში – ზვიად გაბისონია – რუსთაველის სამეცნიერო ფონდის თავმჯდომარე;
• უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პრობლემური საკითხები – ლაშა მარგიშვილი – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

• 2016-2018 წლებში უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმა და გამოწვევები- ნინო ბეგიაშვილი – იურისტი, ექსპერტი.

• უსდ მენეჯმენტის როლი ავტორიზაციის პრიზმაში – გიორგი ამილახვარი – თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი;

• ავტორიზაცია და აკრედიტაცია – სტანდარტები, პროცედურები და პრაქტიკა (შესაბამისობა ESG სტანდარტებთან – კრიტიკული ანალიზი) – რევაზ ხოფერია – თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;

• იურიდიული განათლების გამოწვევები ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების გათვალისწინებით – კონსტანტინე ჩოკორაია, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხარისხის სამსახურის უფროსი;

• აკრედიტაციის სტანდარტების ძირითადი ასპექტები – დიმიტრი გეგენავა – საგანმანათლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, სულხან-საბას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

• საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა – ქეთევან ქოქრაშვილი – საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე;

• უსდ-ს ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სპეციფიკა სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისას – მარიამ დარბაიძე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე;

• სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში: აკრედიტაციის საერთშორისო სტანდარტები, მიღწევები და გამოწვევები გაიანე სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.