glip

შრომით სამართლის პრობლემური ასპექტები

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ (#GLIP) და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC) 2019 წლის 11-12 მაისს სასტუმრო „Castello Mare Hotel & Wellness Resort ”ში აწყობს (ციხისძირი) 2 დღიან სასწავლო სემინარს თემაზე „შრომითი სამართლის პრობლემური ასპექტები“.

სემინარს წარუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – თამარ ხაჟომია.

სემინარზე განხილული იქნება შრომის სამართლებრივი დავების მნიშვნელოვანი და პრობლემური ასპექტები:

შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა; შრომის სამართლის ძირითადი პრინციპები, შრომითი ურთიერთობის დაწყება; განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების უპირატესობა; შრომითი ხელშეკრულების მოშლა და სამართლებრივი პრობლემები; სასამართლო პრაქტიკა შრომითი ურთიერთობის მოშლასთან დაკავშირებით; შრომითი სამართლებრივი დავების წარმოების პრობლემატიკა; მტკიცების ტვირთის განაწილების ძირითადი ასპექტები შრომით სამართლებრივ დავებში.

სემინარზე ასევე განხილული იქნება ზემო აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი და საინტერესო პრაქტიკა კონკრეტული გადაწყვეტილებების მითითებით.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, პრაქტიკოს იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. სემინარის დასრულებისთანავე მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი. სემინარი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

სემინარში მონაწილეობის საფასურია 400 ლარი, ხოლო „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრებისათვის – 350ლარი, არამონაწილე ოჯახის წევრის შემთხვევაში დამატებით 200 ლარი.

აღნიშნულ საფასურში შედის სემინარში მონაწილეობა, სასტუმროში განთავსება სრული 2 ღამის განმავლობაში სამჯერადი კვებით.

სემინარზე რეგისტრაციისთვის გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და თანხის გადახდის ქვითარი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.lipartia@gmail.com. რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება საფასურის შემდეგ საბანკო ანგარიშზე GE75TB080000000077733 გადახდის შემთხვევაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი. გაითვალისწინეთ, რომ სემინარზე მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

სემინართან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე 599 724 751 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: nino.lipartia@gmail.com