sascavlo_seminari

სასწავლო სემინარი ევროკომისიასა და ევროსაბჭოში

საქართველოს ადვოკატები დამუკიდებელი პროფესიისათვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით 2-3 მარტს ბელგიის ქალაქი ბრიუსელში ტარდება გაცნობითი სასწავლო სემინარი ევროპული სამართლისა და ძირითადი ინსტიტუტების შესახებ.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა და სემინაზე შემდეგ საკითხებზე:

 ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს როლი;
 ევროკომისიისა და ევროსაბჭოს ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა;
 ევროპული ინსტიტუტების მუშაობის პრინციპები და მათი გავლენა ევროპუკავშირზე;
 ევროპული კავშირის კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა;
 დასაქმება და სოციალური საკითხები;
 მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
 განვითარების თანამშრომლობა და კვლევები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ბრიუსელის დათვალიერება და 4-7 მარტს ექსკურსია ჰოლადიის ქალაქ ამსტერდამში.

მონაწილეობის საფასური: საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (#GLIP) წევრებისთვის შეადგენს 750 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო არაწევრებისთვის – 850 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

საფასური მოიცავს:
📍 ქ. ბრიუსელისა და ამსტერდამში სასტუმროებში განთავსებას;
📍 დილის საუზმეს;
📍 ევროკომისიასა და ევროსაბჭოში 2 დღიან სემინარსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობას;
📍 ქალაქებს შორის შიდა გადაადგილებას;
📍სასწავლო მასალებს;
📍 ექსკურსიას ქ. ამსტერდამში;

საფასურში არ შედის ავიბილეთების საფასური. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ავიაბილეთების შეძენაში დახმარებას.

იჩქარეთ! რეგისტრაცია დაწყებულია, ადგილები შეზღუდული!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593380538, 597967700, mariam_sitchinava@yahoo.com, nino.lipartia@gmail.com