cons_court_of_georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27იანვრის გადაწყვეტილებით, (საქმეზე: საქართველოს მოქალაქეები – ნადია ხურციძე დადიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (№650, №699 კონსტ. სარჩელები)) 2017 წლის 03 თებერვლიდან (როგორც არაკონსტიტუციური) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ემუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან.

მოსარჩელეთა განმარტებით, ხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვების პირობებში, მათ ვერ შეძლეს მოეპოვებინათ სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერი, ვინაიდან, კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ჩატარების თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება არ ქონდა დაცვის მხარეს და მიუთითა, რომ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესები, რაც მხოლოდ ბრალდების მხარის უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულირება ზღუდავდა როგორც მხარეთა საპროცესო თანასწორობის, ასევე სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელებას და აბრკოლებდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შესაძლებლობას.შესაბამისად, სადაო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ, დაცვის მხარეს მიენიჭა უფლებამოსილება შუამდგოლობით მიმართოს სასამართლოს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.

იოსებ გაბარაევი

საქარტველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი