Glip

“სამედიცინო მომსახურების გაწევისას მიღებული ზიანის ანაზღაურების პრობლემატიკა”

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (#GLIP), გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი (#IRZ) და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC) 10 დეკემბერს აწყობს სემინარს “სამედიცინო მომსახურების გაწევისას ზიანის ანაზღაურების პრობლემატიკა.”
🔷️სემინარს წარუძღვება ექსპერტი ბატონი როლანდ უპჰოფი (Fachanwalt für Medizinrecht, Master of Medicine, Ethics and Law)
ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
📍სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება;
📍სამედიცინო დელიქტი და მისი წინაპირობები;
📍სამედიცინო დაწესებულების მიმართ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები;
მტკიცების ტვირთი სამედიცინო დელიქტებში;
📍მიზეზობრივი კავშირი დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავებში;
ზიანის განსაზღვრის წინაპირობები;
📍სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნა;
📍მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები და ოდენობის განსაზღვრა.
🔷️ღონისძიება გაიმართება ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით. უზრუნველყოფილია სემინარის სინქრონული თარგმანი.
ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ.
👉რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე.
https://forms.gle/xfPFLBns5hafVRB78