Holiday Inn Telavi

საკორპორაციო სამართლის პრობლემური ასპექტები

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ (#GLIP) და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC) 2019 წლის 23-24 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn თელავში აწყობს 2 დღიან სასწავლო სემინარს თემაზე „საკორპორაციო სამართლის პრობლემური ასპექტები“.

სემინარს წარუძღვება საქართველოს უზენესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ნინო ბაქაქური.

სემინარზე განხილული იქნება საკორპორაციო სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური ასპექტები:
ა) დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი; ბ) დერივაციული სარჩელის არსი და წარდგენის თავისებურება; დ) ფიდუციური ვალდებულებების საწარმოს მართვის პროცესში; ე) გამჭოლიპასუხისმგებლობის ძირითადი ასპექტები; ვ) საკორპორაციო სამართლის დავების განხილვის პრობლემატიკა და სასამართლოს პრაქტიკა.

სემინარზე ასევე განხილული იქნება ზემო აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი და საინტერესო პრაქტიკა კონკრეტული გადაწყვეტილებების მითითებით.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, პრაქტიკოს იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. სემინარის დასრულებისთანავე მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი. სემინარი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

სემინარში მონაწილეობის საფასურია 650 ლარი, ხოლო „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრებისათვის – 480 ლარი, არამონაწილე ოჯახის წევრის შემთხვევაში დამატებით 200 ლარი.

აღნიშნულ საფასურში შედის სემინარში მონაწილეობა, სასტუმროში განთავსება სრული 2 ღამის განმავლობაში სამჯერადი კვებით.

სემინარზე რეგისტრაციისთვის გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და თანხის გადახდის ქვითარი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.lipartia@gmail.com. რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება საფასურის შემდეგ საბანკო ანგარიშზე GE75TB0800000000777333 გადახდის შემთხვევაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ნოემბერი. გაითვალისწინეთ, რომ სემინარზე მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

სემინართან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599 724 751 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: nino.lipartia@gmail.com