glip_sairme

სახელშეკრულებო დავების წარმოების პრობლემატიკა

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ (#GLIP) და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (#LPDC) 2019 წლის 16-17 თებერვალს სასტუმრო კურორტ „საირმეში“ აწყობს 2 დღიან სასწავლო სემინარს თემაზე „სახელშეკრულებო სამართლებრივი დავების განხილვის პრობლემატიკა“.

სემინარს წარუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ქეთევან მამაცაშვილი.

სემინარზე განხილული იქნება სახელშეკრულებო და კანონისმიერი სამართლებრივი დავების ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური ასპექტები, კერძოდ: საბანკო, სადაზღვევო სამართლის და სხვა ვალდებულებით სამართლებრივი საკითხები, ხელშეკრულების მოშლისა და ბათილობის შემთხვევაში კონდიქციური მოთხოვნები, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და სხვა.

სემინარზე ასევე განხილული იქნება ზემო აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი და საინტერესო პრაქტიკა კონკრეტული გადაწყვეტილებების მითითებით.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, პრაქტიკოს იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. სემინარის დასრულებისთანავე მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი. სემინარი აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

სემინარში მონაწილეობის საფასურია 350 ლარი, ხოლო „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრებისათვის – 300 ლარი, არამონაწილე ოჯახის წევრის შემთხვევაში დამატებით 100 ლარი.

აღნიშნულ საფასურში შედის სემინარში მონაწილეობა, სასტუმროში განთავსება სრული 2 დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით.

სემინარზე რეგისტრაციისთვის გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და თანხის გადახდის ქვითარი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
forum.glip@gmail.com

რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება საფასურის გადახდის შემთხვევაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 თებერვალი. გაითვალისწინეთ, რომ სემინარზე მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.

სემინართან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე 599 724 751 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: forum.glip@gmail.com