03
თებ

სასამართლო

თანამედროვე საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც კერძო პირთა შორის დავების გადაწყვეტის, ისე კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სამართლებრივი გზით მოგვარების თვალსაზრისით. საქართველოში არსებული საერთო სასამართლოების სისტემაში შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები.ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი. ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამოწმებს ნებისმიერი ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას და ახორციელებს თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დაცვის კონტროლს.გარდა ამისა საქართველოში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოები, რომლებიც მოქმედებენ მსგავსად საერთო სასამართლოებისა, თუმცა არ შედის ამ სისტემაში.