03
თებ

კონსტიტუცია და კოდექსი

თანამედროვე გაგებით კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები.საინტერესოა, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის პრაქტიკულად არ მოიპოვება ორი ისეთი კონსტიტუცია, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური შინაარსი აქვს.
კოდექსი – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთიანი სისტემატური საკანონმდებლო აქტი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს არეგულირებს, როგორიცაა: საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კოდექსები, საგადასახადო და საარჩევნო კოდექსები.