03
თებ

ადვოკატები

ადვოკატის პროფესიას საქართველოში მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. სასამართლოს დარბაზებში ადვოკატები მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გამოჩნდნენ და თავდაპირველად მათ ნაფიც რწმუნებულებს უწოდებდნენ. ადვოკატთა პირველი გაერთიანებებიც სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.
თანამედროვე საქართველოს ადვოკატურის დასაწყისად 2001 წლის 20 ივნისი შეიძლება ჩაითვალოს, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ამით საფუძველი დაუდო საქართველოს ადვოკატთა ერთიანი ორგანიზაციის, როგორც საჯარო სამართლისკორპორაციის შექმნას.
საქართველოს ადვოკატთა კორპუსი გაერთიანებული და გაწევრიანებულია ისეთ ერთიან სივრცეში, როგორიცაა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და რომელსაც სამართლებრივი დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ.