საერთაშორისო დონეზე ტერორიზმის გლობალური მასშტაბებისა და გავრცელებისა, საქართველოში ტერორიზმი მთავარ პრობლემას არ წარმოადგეს. თუმცა, მიუხედავად ამისა საქართველოში შესაძლოა კვლავ არსებობდნენ „დაეში“-ს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს ცალკეული მომხრეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედებენ. ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება „დაეში“-ს რიგში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სირიასა და ერაყში იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოში 2007 წლიდან მოქმედებს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, სადაც ტერორისტული აქტისა და მისი აღკვეთის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეა საუბარი, მაინც ჩნდება კითხვა თუ რატომ უნდა იყოს საჯარო სუბიექტი პასუხისმგებელი ისეთ გარემოებაზე, რომელიც მას არ შეუქმნია.
ხელისუფლებას თავის მოქალაქეებზე უზარმაზარი ძალაუფლება გააჩნია და ის მოქმედებს სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. მან უნდა დაიცვას ადამიანის ღირსება, რომელიც ყველა ძირითადი უფლების საფუძველია, შესაბამისად უნდა უზრუნველყოს როგორც პოზიტიური სამართლით დაცული სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, უსაფრთხოების უფლებები. სწორედ იმიტომ რომ სახელმწიფოს ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და შესაბამისად გონივრულობის ფარგლებში ყველა შესაძლო ღონისძიების მიღება. უფლებამოსილი საჯარო სუბიექტი ვალდებულია საფრთხის შემცველი საეჭვო გარემოებებისას თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს, იგი რათა საჭირობის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ტერორისტული აქტით გამოწვეული, მიყენებული ზიანი, როგორც ქონებრივი (მატერიალური) ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანის შემთხვევაში, მიმართოს ყველა შესაძლო ზომას რათა შეამციროს ზარალის ოდენობა.
ტერორისტული აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/2146-19 პალატამ განმარტა, რომ „მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების მქონე პირთა განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს პიროვნებისათვის ფიზიკური ან ზნეობრივი ტანჯვის მიყენება. ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. როგორიცაა ახლობელი ადამიანის (მეუღლის, შვილის, დედის, მამის, დის, ძმის) გარდაცვალება, მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა“. მოცემულ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია ანაზღაურების ფარგლებიც ”არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს მოწყვეტილი“. მოცემული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
სახელმწიფოს მიერ ტერორიზმთან ბრძოლისას და მართვისას ადმინისტრაციუილი ორგანოები, თავიანთ ქმედებებში აღჭურვილი არიან მთელი რიგი დისკრეციათა არსენალით. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების სფერო წარმოადგენს მის შიდა სფეროს, რომელში ჩარევაც ყველას არ შეუძლია. შესაბამისად შეფასებები თუ რა განვითარებას მიიღებს ტერორისტული აქტი, რა შედეგები მოყვება მას და მის აღმოსაფხვრელად რა პრევენციული ქმედებების გატარება იქნება ყველაზე ეფექტური, მჭიდროდ არის დამოკიდებული ყოველწუთიერ ინფორმაციასთან, რომელიც შესაბამის სამსახურებს აქვთ. სახელმწიფო ვალდებულია ტერორისტული აქტის რისკები აბსოლუტურად უსაფრთხო გახადოს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის და გეგმის შემუშავებისას, შესრულებისას საჯარო სუბიექტი ვალდებულია სწორად და ურთიერთშეწონილად განსაზღვროს ხარჯვითი ბიუჯეტი და პოტენციურ საფრთხეს დაქვემდებარებული სამართლებრივი სიკეთე, ასევე ჰიპოთეტურად მოსალოდნელი საფრთხის სტატისტიკური ალბათობა.
ავტორი: მაკა ბუიღლიშვილი
დამატებითი ინფორმაციისთვის გადმოწერეთ ფაილი
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2024 Glip - ყველა უფლება დაცულია