ზოგი რამ საარჩევნო სისტემათა შესახებ, მიმდინარე მოვლენათა კონტექსტში
ხალხის მიერ საკანონმდებლო ორგანოს არჩევა დემოკრატიული იდეალების ლოგიკური შედეგია. სწორედ საკანონმდებლო ხელისუფლების არჩევადობა განაპირობებს საკანონმდებლო ხელისუფლების სპეციალურ ლეგიტიმურობას. წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემას აქვს ფართო და ვიწრო გაგებით შესაბამისი დეფინიცია. ფართო გაგებით, საარჩევნო სისტემა ეს არის არჩევითი ორგანოს ფორმირების წესი, რომლის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტთა ერთობლიობა, ქმნის საარჩევნო კანონმდებლობას. ვიწრო გაგებით,...