სახელმწიფო შესყიდვების სახელშეკრულებო ურთიერთობებში უმეტეს შემთხვევაში მიმწოდებლები აწყდებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ძირითადად აღნიშნული ეხებამიმწოდებლის არაბრალეული/მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ხელშეკრულების შესრულების ვადების დარღვევას, ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ მიმწოდებელს უძვირდება პროდუქციის მიწოდება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე. მიმწოდებლის მხრიდან პროდუქციის ღირებულების გაძვირების მიუხედავად, შემსყიდველი უარს აცხადებს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილებასა და გაზრდილი ფასის გადახდაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნა ღირებულების ცვლილება.პირველი ეტაპით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების დროისთვის მიმწოდებლის ხარჯის ზრდამ 13,193% შეადგინა, რაც დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნით.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, კერძოდ: თუ ანგარიშსწორების დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული აშშ დოლარის კურსი წინადადების მიღების ვადის დასრულების დღეს დადგენილ კურსთან მიმართებაში შეიცვლებოდა 5% და მეტი ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით შეცვლილიყო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფასი. ამასთან, კურსის გაზრდის შემთხვევაში მატებას არ უნდა გადაეჭარბებინა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს.
მიმწოდებელმა არაერთხელ მიმართა შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან მიმწოდებლის გაზრდილი ხარჯის შემსყიდველის მიერ ანაზღაურების კონკრეტულ ვადაზე, თუმცა მიმწოდებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში თანხა ანაზღაურებას ექვემდებარება.
პრეტენდენტის სასარჩელო მოთხოვნა იყო შემსყიდველისთვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებიდან გამომდინარე გაზრდილი ხარჯის დაკისრება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნასყიდობის მარეგულირებელ ნორმებზე და განმარტა, რომსახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. მხარეები ვალდებულნი იყვენენ ხელშეკრულების პირობები მიესადაგებინათ შეცვლილი გარემოებებისადმი.
„სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გართულების კლასიკურ შემთხვევებად აღიარებულია: ფასების ათმაგი ზრდა ხელშეკრულების დადების შემდგომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, კლიმატური პირობების ცვლილება, რაც პირდაპირ იწვევს ვალდებულების შესრულების დაბრკოლებას და ა.შ. ასევე, შეცვლილი გარემოებების საწყისი, წარმომშობი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფორს-მაჟორი, ისე სხვა გარემოებები, რომელიც რეალურად ართულებს შესრულებას….“
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გაზრდილი ხარჯის შემსყიდველისთვის დაკისრების შესახებ სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მოპასუხის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.
სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა სსკ 398-ე მუხლზე.
რას გულისხმობს აღნიშნული მუხლის შინაარსი?
ხელშეკრულების საფუძვლად მიჩნეული გარემოებების არსებითი ცვლილების აღმოცენება აუცილებლად უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადების შემდგომ.მხარეებისათვის ამგვარიგარემოებები წინასწარ, ხელშეკრულების დადებამდე გაუთვალისწინებელი და არაგანჭვრეტადი უნდა იყოს. აღნიშნული გარემოებების არსებობა მიმწოდებლის/შემსრულებლის კონტროლის სფეროსმიღმაა, რაც გულისხმობს მოვალის არაბრალეულობას.
აუცილებელია შეცვლილი გარემოებები იწვევდეს ვალდებულების შესრულების უკიდურესდამძიმებას. ასევე, არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი – ხელშეკრულების შესრულების გართულებასა და შედეგს შორის. ამასთან, გარემოებათა წინასწარ გათვალისწინების შემთხვევაში, მხარეთა მიერ არ მოხდებოდა ხელშეკრულების არდადება ან მოხდებოდა მის განსხვავებულ შინაარსზე შეთანხმება.
რას გულისხმობს შესრულების გართულება?
შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არგამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთაინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალებაა შეცვლილიგარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება. გარდა გარემოებების ცვლილებისა, რომელიც ართულებს, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული გარემოებების წარმოშობასთან/ხდომილებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობოსშემსყიდველს/დამკვეთს, განუმარტოს შესრულების გართულების შესახებ შესაბამისივადის მითითებით და მოთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილიგარემოებებისადმი (შესრულების ვადის ცვლილება და სხვა.)
ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია დაიცვას კეთილსინდისიერების და სამართლიანობის პრინციპები. განიხილოს მიმწოდებლის შეტყობინება და მოახდინოს ხელშეკრულების ადაპტაცია. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს იმ ვადით, რა ვადითაც იარსებებს ფორს-მაჟორული გარემოება/ ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოება.
ავტორი:
თეონა კუპრეიშვილი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის
ორშ-პარ : 09:00 - 18:00
შაბათი : 09:00 - 14:00
კვირა : დასვენება
მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიში: GE75TB0000000777333
მიმღები: ააიპ საქართველოს ადვოკატები
დამოუკიდებელი პროფესიისთვის
Copyright 2026 Glip - ყველა უფლება დაცულია