“ბიზნეს სამართლის აქტუალური საკითხები” შეხვედრა ქ.რუსთავში

იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომიტეტის ორგანიზებით ქ. რუსთავში “ბიზნეს სამართლის აქტუალურ საკითხებთან” დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: აბრეშუმის გზა და ადვოკატის შესაძლებლობელი, სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი პრინციპები და გამოწვევები, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში გამოყენებადი უზრუნველყოფის საშუალებების მნიშვნელობა და რეგულირების წესი, ვალაუვალი მოვალის სტატუსი გაკოტრების საქმის წარმოებაში.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბ-ნ დავით ლანჩავამ.

შეხვედრის შემდგომ მონაწილეობს გადაეცათ სერტიფიკატები.