glip

არასრულწლოვანთა მართმსაჯულების პრობლემატიკის ასპექტები

2018 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა სასწავლო სემინარი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემური ასპექტები“.

ღონისძიებას წარუძღვნენ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბ-ნ ლევან დარბაიძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამომართლო ეთიკის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეთა სამმართველოს უფროსი, სამართლის დოქტორი ბ-ნ იოსებ ვარძელაშვილი , თბილისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი, დოქტორანტი ქ-ნ თათია ქვრივიშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის იურიდიული დახმარის ბიუროს იურისტი, დოქტორანტი – იოსებ გაბარაევი და პრობაციის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები – ანა ბზიშვილი და ნაზი ყველაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოწვეული სპეციალისტებმა და რეგიონში მოღვაწე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატებმა.

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.