glip

ადმინისტრაციული სამართლის ყოველწლიური სიმპოზიუმი

„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ თბილისის ღია უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით 2019 წლის 20 აპრილს ტარდება ადმინისტრაციული სამართლის ყოველწლიური სიმპოზიუმი.

ღონისძიების სხვადასხვა სესიას წარუძღვებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენესი სასამართლოს მოსამართლეები. სიმპოზიუმის ფარგლებში განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის შემდეგი საკითხები:

• საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ დავათა განხილვის პრობლემტიკა – მაია ვაჩაძე – საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის მოსამართლე;

• სახელმწიფოს პასუხისმგებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურების პრობლემური საკითხები – თამარ ონიანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

• სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემატიკა – შოთა გეწაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;

• უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ძირითადი ასპექტები – ნინო ქადაგიძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;

• საქმეთა განსჯადობის პრობლემური ასპექტები – ქეთევან ცინცაძე – დამოუკიდებელი ინსპექტორი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით. ღონისძიების ნაწილი წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და იმსჯელონ ადმინსტრაციული სამართლის საკითხების შესახებ.

ღონისძიებაზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 100 ლარს, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის წევრისათვის – 70 ლარი, ხოლო სტუდენტებისათვის – 50 ლარი.

დღის წესრიგის შესაბამისად, დასწრების მსურველი პირი შეარჩევს და რეგისტრაციისას მიუთითებს მისთვის სასურველ სესიებს. რეგისტრაციისათვის აუცილებლია გადმოაგზავნოს მისი რეზიუმე და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო ანგარიში: GE75TB0800000000777333) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: nino.lipartia@gmail.com.

ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 20 აპრილს. (თბილისის ღია უნივერსიტეტი, მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №2).