administraciuli_samartlis_forumi

ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2019 წლის 14 დეკემბერს აწყობს „ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს.”

ღონისძიებაზე განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები.

ღონისძიების სხვადასხვა სესიას წარუძღვებიან თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და მოწვეული ექსპერტები. სიმპოზიუმის ფარგლებში განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის შემდეგი საკითხები:

• სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავების განხილვის თავისებურება – ხატია არდაზიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
• სამშენებლო დავების წარმოების სპეციფიკა – თამარ ოქროპირიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
• სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ დავათა განხილვა – ეკა ახალკაცი – აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტი;
• უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები – მერი გულუაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
• სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემატიკა – ნინო ყანჩაველი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
• ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხები ზიანის ანაზღაურებისას – ქეთევან ცინცაძე – დამოუკიდებელი ინსპექტორი;

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით. ღონისძიების ნაწილი წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და იმსჯელონ ადმინისტრაციული სამართლის საკითხების შესახებ.

ღონისძიება აკრედიტებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ.

ღონისძიებაზე მონაწილეობა უფასოა. ღონისძიება მიმდინარეობა პარალელურ სესიებად. ფორუმზე რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სესია. რეგისტრაცია შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით:nino.lipartia@gmail.com, nino.lipartia@glip.ge ტელ: 599724751, 593380538.

ღონისძიება გაიმართება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის ქუჩა #3;

ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია – არდი დაზღვევა