ვებინარი საერთაშორისო საინვესტიციო საარბიტრაჟო სამართალში
31 მარტი12:00 – 14:00 GET (GMT+4), სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრისა (CIL) და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის...
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ (GLIP)ორგანიზაციის მთავარი მისია მდგომარეობს ადვოკატის პროფესიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებაში, ადვოკატთა იურიდიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ (GLIP)ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოებასა და მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატის როლის სიღრმისეულად გააზრება და ადვოკატის ფუნქციების განვითარების ხელშეწყობა. ასევე ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის, შესაბამისი კვალიფიკაციის, პროფესიული ეთიკისა და რეპუტაციის დონის ამაღლება.
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ (GLIP)ორგანიზაციის შექმნა უკავშირდება ადვოკატთა კორპუსისთვის შექმნილ იმ დიდი და რთული გამოწვევების პერიოდს, როცა იყო ადვოკატის როლი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საკმაოდ შესუსტებული, ადვოკატის ფუნქცია არასწორად გააზრებული, მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმუმამდე დაყვანილი დაიურიდიული განათლების და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა საკმაოდ სუსტად განვითარებული.
თანამედროვე საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც კერძო პირთა შორის დავების გადაწყვეტის, ისე კერძო პირებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სამართლებრივი გზით მოგვარების თვალსაზრისით. საქართველოში არსებული საერთო სასამართლოების სისტემაში შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები.ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი. ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამოწმებს ნებისმიერი ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას და ახორციელებს თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დაცვის კონტროლს.გარდა ამისა საქართველოში არსებობს საარბიტრაჟო სასამართლოები, რომლებიც მოქმედებენ მსგავსად საერთო სასამართლოებისა, თუმცა არ შედის ამ სისტემაში.
თანამედროვე გაგებით კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები.საინტერესოა, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის პრაქტიკულად არ მოიპოვება ორი ისეთი კონსტიტუცია, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური შინაარსი აქვს.
კოდექსი – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთიანი სისტემატური საკანონმდებლო აქტი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს არეგულირებს, როგორიცაა: საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კოდექსები, საგადასახადო და საარჩევნო კოდექსები.
ადვოკატის პროფესიას საქართველოში მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. სასამართლოს დარბაზებში ადვოკატები მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გამოჩნდნენ და თავდაპირველად მათ ნაფიც რწმუნებულებს უწოდებდნენ. ადვოკატთა პირველი გაერთიანებებიც სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.
თანამედროვე საქართველოს ადვოკატურის დასაწყისად 2001 წლის 20 ივნისი შეიძლება ჩაითვალოს, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ამით საფუძველი დაუდო საქართველოს ადვოკატთა ერთიანი ორგანიზაციის, როგორც საჯარო სამართლისკორპორაციის შექმნას.
საქართველოს ადვოკატთა კორპუსი გაერთიანებული და გაწევრიანებულია ისეთ ერთიან სივრცეში, როგორიცაა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და რომელსაც სამართლებრივი დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ.
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ ყოველთვიურად და ყოველწლიურად ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიისსპეციალისტებისთვის ახორციელებს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს სემინარების, ტრეინინგებისა და ფორუმების სახით სხვადასხვა პრობლემატურ და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. ადვოკატების ინფორმირებულობა და ჩართულობა მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი ელემენტებია. პრაქტიკული მაგალითები, სასამართლო პრეცედენტები, კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფები,შეხვედრები, ტრეინინგები, ექსპერტთა მოსაზრებები და სხვა წარმოადგენს ინსტრუმენტებისნარევს, რომლის მიზანია ადვოკატთა კორპუსისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღება და ადვოკატის როლისუფრო მეტად გაზრდა.
გამგეობის თავმჯდომარე
ნინო ლიპარტია ხელმძღვანელობს ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს.
აღმასრულებელი დირექტორი
ხატია ესებუა ხელმძღვანელობს ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს.
გამგეობის წევრი
იოსებ გაბარაევი ხელმძღვანელობს ჩვენი ორგანიზაციის სისხლის სამართლის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს
გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
გია ფოლადაშვილი უძღვება ჩვენი ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროექტებს.
კომუნიკაციებისა და სამართლებრივი პროექტების სამსახურის უფროსი
31 მარტი12:00 – 14:00 GET (GMT+4), სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ცენტრისა (CIL) და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის...
2020 წლის 13 აგვისტოს წარდგენილი ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის ახალი პროექტი მიზნად ისახავს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა საკორპორაციო ურთიერთობების...
საერთაშორისო დონეზე ტერორიზმის გლობალური მასშტაბებისა და გავრცელებისა, საქართველოში ტერორიზმი მთავარ პრობლემას არ წარმოადგეს. თუმცა, მიუხედავად ამისა საქართველოში შესაძლოა...
ალბათ ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც წარუშლელი ტკივი დატოვა ჩვენს გულებში. სტიქიური უბედურება რომელსაც...
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის #GLIP და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი #LPDC 21 მაისს აწყობს მორიგ ვებინარს თემაზე: 📋”ადმინისტრაციული...
მეუღლის, შვილის ან ოჯახის სხვა წევრის გარდაცვალებით გამო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიმართ განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მიიჩნევდნენ,...